Sunday, April 21, 2019


სამოდელოგაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი:  ლიანა ჯანგულაშვილი-გელაშვილი                                       
საგანი:  ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო საფეხური;   VIII  კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:   14  (სსსმ მოსწავლე არ მყავს)
გაკვეთილის თემა:  ილია ჭავჭავაძის  ლექსი ,,პოეტი’
გაკვეთილის მიზანი:                                          
                                    მოსწავლეებმა შეძლონ  მოსმენილი, წაკითხული ტექსტების
                                       (რომლებიც შეიცავენ გარკვეულ თვალსაზრისს) გააზრება,
      გაანალიზება, შეფასება; 
                                 კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობა, მოსმენა, საკუთარი თვალსაზრისის წერილობით წარმოდგენა;
                                        მხატვრული ხერხების ამოცნობა, ტექსტის გასაანალიზებლად
                                        ენობრივი მახასიათებლების ცოდნის გამოყენება.

  
N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზე
ბის ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1


საორგანიზაციო საკითხები
გავაცნობ მოსწავლეებს გაკვეთილის თემას, მიზანს,  ამ კონკრეტულ გაკვეთილზე გამოსაყენებელ  შეფასების კრიტერიუმებს.


ვერბალური მეთოდი

საერთო საკლასო

დაფა
დიდი ზომის ქაღალდი, მაგნიტები

2 წთ.
2



   გამოწვევის ფაზაზე მოვახდენ მოსწავლეთა პროვოცირებას.

ვთხოვ, გაიხსენონ ადრე შესწავლილი ის ლექსები, რომლებიც წინა დღეს დავავალე, სადაც  პოეტის დანიშნულება არის გამოკვეთილი და უპასუხონ ჩემ მიერ დასმულ კითხვებს.
გაიხსენებენ რითმის სახეებს.

სტიკერზე დაწერონ სიტყვა, ფრაზა, რომელიც, მათი აზრით, პოეტისათვის მახასიათებელი უნდა იყოს და მიამაგრონ დიდი ზომის ქაღალდზე. მოსწავლეებს მიეცემათ განმავითარებელი შეფასება.

გონებრივი იერიში

ხელს შეუწყობს უკვე ნასწავლ მასალაზე დაყრდნობით ახალი მასალის გააზრებას







წერითი მუშაობის მეთოდი
საერთო საკლასო
თაბახის ფურცლები, კალმები, დაფა, სტიკერები

5 წთ.
3




ახალი მასალის გაცნობა. მოვასმენინებ ილია ჭავჭავაძის ლექს ,,პოეტს’’.
(კითხულობს გურამ საღარაძე)

შემდეგ თავად წაიკითხავენ ჩუმად და ,,სიტყვის კონაში’’ ამოიწერენ მათთვის გაუგებარ სიტყვებს, რომლებსაც ავხსნით.

მოსწავლეები წაიკითხავენ ლექსს სტროფებად დანაწევრებულს და გაიაზრებენ (ჩემი დახმარებით), გამოკვეთენ მხატვრულ ხერხებს.

აუდიოვიზუალუ-რი ჩანაწერის მოსმენა




ჩუმი კითხვის მეთოდი
ეს მეთოდი განუვითარებს დამოუკიდებელი აზროვნების უნარს.
საერთო საკლასო





ინდივიდუალური
კომპიუტერი, პროექტორი,
https://www.youtube.com/watch?v=MK08yGrIArI  (თავისუფალი წვდომა)

წიგნი, რვეული, კალამი,

15 წთ.
4



აქტივობა
წაკითხულის გააზრება-გაგება


ლექსთან დაკავშირებით დავუსვამ შეკითხვებს, რომლებზედაც  გამცემენ პასუხებს და ამის შემდეგ ვთხოვ წებოვან ფურცლებზე ჩაწერონ ის თვისება, რომელი ნიშნებითაც ხასიათდება ლირიკული გმირი და მიამაგრონ დაფაზე გაკრულ ქაღალდზე.
მოსწავლეებს შევაფასებ განმსაზღვრელი შეფასებით.


ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება




პერსონაჟის (ლირიკული გმირის) რუკა
ეს მეთოდი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის უნარს.
საერთო საკლასო
წებოვანი ფერადი ფურცლები,


დიდი ზომის ქაღალდი, წიგნი, კალამი, განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკა.

7 წთ.
5
ინტერვიუ პოეტთან
ერთი მოსწავლე მოირგებს ილია ჭავჭავაძის როლს, დანარჩენები დაუსვამენ შეკითხვებს, ის კი უპასუხებს
როლური თამაშები
საერთო საკლასო

5 წთ.
6
საშინაო დავალება
მოსწავლეებს დავავალებ
4-5 წინადადებით გადმოსცენ ლექს ,,პოეტის’’ მთავარი სათქმელი. აგრეთვე გაიხსენონ ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია, მოიძიონ მათთვის მნიშნელოვანი და საინტერესო ადგილები, რადგან მოუწევთ შემაჯამებელ გაკვეთილებზე ბიოგრაფიული შტრიხების პრეზენტაცია.
ვერბალური მეთოდი

ამ დავალების შესრულება განუვითარებს მოსწავლეებს ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარს.
საერთო საკლასო
წიგნი, კომპიუტერი, რვეული, კალამი
3 წთ.
7
შეფასება
განმავითარებელი
განმსაზღვრელი

ინდივიდუალური
შეფასების რუბრიკა
3წთ.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ქართ. VIII. 1.
·         ისმენს ან თვითონ სთავაზობს აუდიტორიას საკითხის გადაჭრის ალტერნატიულ ვარიანტებს; გამოკვეთს საკუთარ თვალსაზრისსა და არგუმენტებს.

ქართ. VIII. 5.
·         ამოიცნობს და განსაზღვრავს პრობლემურ საკითხებს წაკითხულ ტექსტში;
·         გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ტექსტში ასახული ზნეობრივ-ეთიკური პრობლემების მიმართ.

ქართ. VIII. 6.
·         მსჯელობს იმაზე, თუ რამდენად უწყობს ხელს სხვადასხვა მხატვრული დეტალი ძირითადი იდეის წარმოჩენას. 
ქართ. VIII. 8.
·         ამოიცნობს მხატვრულ ხერხებს, რომლებიც ტექსტს ანიჭებს ესთეტიკურ მიმზიდველობას (მაგ. ეპითეტს, სახე-სიმბოლოებს, ალეგორიას, მეტაფორას და სხვ.) და ხსნის მათ დანიშნულებას;



შეფასება:
(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები ან/და რუბრიკები თან  ერთვის გეგმას)

ხელმოწერა:
თარიღი:  25.04.2018წ.






სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი:  ლიანა ჯანგულაშვილი-გელაშვილი                                    
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო საფეხური   VIII  კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:  14         (სსსმ მოსწავლე არ მყავს)
გაკვეთილის თემა:  აკაკი წერეთლის ლექსი ,,პოეტი’’
გაკვეთილის მიზანი:  
                                       მოსწავლეებმა შეძლონ ტექსტის მოსმენა, გააზრება, გაანალიზება,  
                                       შეფასება;  ერთსა და იმავე თემაზე შექმნილი ნაწარმოებების                                                     შედარება;  
                                       მხატვრული ხერხების ამოცნობა; საკუთარი თვალსაზრისის
                                        წარმოჩენა; ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება. 


N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზე
ბის ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1


საორგანიზაციო საკითხები
გავაცნობ მოსწავლეებს გაკვეთილის თემას, მიზანს,  შევახსენებ შეფასების კრიტერიუმებს.



ვერბალური მეთოდი

საერთო საკლასო

დაფა
დიდი ზომის ქაღალდი, მაგნიტები

2 წთ.
2




საშინაო დავალების პრეზენტაცია
მოსწავლეები წაიკითხავენ წინა გაკვეთილზე მიცემულ დავალებას, რითაც  დააფიქსირებენ პოეტისა და პოეზიის დანიშნულებას ილია ჭავჭავაძის ლექსის მიხედვით.
რის შემდეგაც შევაფასებ წინასწარ შემუშავებული განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკით.



გონებრივი იერიში

საერთო საკლასო

რვეულები, საშინაო დავალების შეფასების რუბრიკა

7 წთ.
3



  
ახალი მასალის გაცნობა. მოვასმენინებ აკაკი წერეთლის ხმას, რომელიც კითხულობს საკუთარ ლექს ,,პოეტს’’.

შემდეგ თავად წაიკითხავენ ჩუმად და ფანქრით მოინიშნავენ მათთვის გაუგებარ სიტყვებს, რომლებსაც ავხსნით.

მოსწავლეები წაიკითხავენ ლექსს სტროფებად დანაწევრებულს და გაიაზრებენ (ჩემი დახმარებით) გამოკვეთენ მხატვრულ ხერხებს, იმსჯელებენ სასვენ ნიშნებზე.
უპასუხებენ ლექსიდან გამომდინარე ჩემ მიერ დასმულ შეკითხვებს.
საჭიროებისამებრ მივცემ განმავითარებელ შეფასებას.



აუდიოვიზუალუ-რი ჩანაწერის მოსმენა




ჩუმი კითხვის მეთოდი

საერთო საკლასო
ინდივიდუალური

კომპიუტერი პროექტორი,
https://www.youtube.com/watch?v=Ud-sJ-qDLLc  (თავისუფალი წვდომა)

 წიგნი, ფანქარი

18 წთ.
4




ლექსის გააზრების შემდეგ პარალელს გაავლებენ წინა გაკვეთილზე შესწავლილ ილია ჭავჭავაძის ამავე სახელწოდების ლექსთან
ვენის დიაგრამის მეშვეობით





შედარება-შეპირისპირების მეთოდი, ვენის დიაგრამა

საერთო საკლასო

დაფა, დიდი ზომის ქაღალდი, მარკერი

7 წთ.
5
საშინაო დავალება
გაიხსენონ აკაკი წერეთლის ბიოგრაფია, რომლის პრეზენტაციაც ექნებათ პოეზიის ბოლო, შემაჯამებელ გაკვეთილზე. ამოიწერონ ადგილები სწავლა-განათლების, მოღვაწეობის  შესახებ. მოიძიონ
გამონათქვამები, რომლებითაც გვმოძღვრავს მგოსანი.




ვერბალური მეთოდი
საერთო საკლასო
წიგნი, კომპიუტერი რვეული კალამი
3 წთ.
6
შეფასება
განმსაზღვრელი და განმავითარებელი


ინდივიდუალური
შეფასების რუბრიკა
3 წთ.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ქართ. VIII. 1.
·         ისმენს ან თვითონ სთავაზობს აუდიტორიას საკითხის გადაჭრის ალტერნატიულ ვარიანტებს; გამოკვეთს საკუთარ თვალსაზრისსა და არგუმენტებს.
ქართ. VIII. 5.
·         დაწვრილებით შეისწავლის ტექსტის შინაარსს, ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე და მათზე დაყრდნობით ახსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს;
·         პოულობს მსგავსებებსა და განსხვავებებს სხვადასხვა ავტორის მიერ შექმნილ ისეთ ტექსტებში, რომლებიც შეიცავს ერთსა და იმავე ან მსგავს პრობლემას;
ქართ. VIII. 7.
·         საუბრობს იმაზე, თუ როგორ მოქმედებს კონტექსტური ფაქტორები პრობლემის არსის გაგებასა და მისი გადაჭრის გზებზე.

ქართ. VIII. 9.
·         მონიშნავს უცნობ და ძნელად აღსაქმელ ლექსიკურ ერთეულებს და ტექსტის არშიაზე აკეთებს განმარტებებს, მინიშნებებს, კომენტარებს;






შეფასება:
(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები ან/და რუბრიკები თან ერთვის გეგმას)

ხელმოწერა:
თარიღი:  26.04 2018 წ.














სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი: ლიანა ჯანგულაშვილი-გელაშვილი
                                                                                                                                                
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო საფეხური;   VIII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:  14   ( სსსმ მოსწავლე არ მყავს)
გაკვეთილის თემა:  ილია ჭავჭავაძის ლექსი ,,ჩემო კალამო’’
გაკვეთილის მიზანი:  
                                        მოსწავლეებმა შეძლონ  ტექსტის მოსმენა, შესწავლა, ყურადღების
                                        გამახვილება დეტალებზე; საკუთარ გამოცდილებაზე                                                                   დაყრდნობით
                                        ტექსტში წამოჭრილი საკვანძო საკითხის განხილვა; მსჯელობა
                                        სათანადო არგუმენტაციის მოხმობით; მსჯელობიდან ადეკვატური
                                        დასკვნის გამოტანა;  ჩანახატის შესრულება.
                            
N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზე
ბის ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1


საორგანიზაციო საკითხები
გავაცნობ მოსწავლეებს გაკვეთილის თემას, მიზანს,  შევახსენებ შეფასების კრიტერიუმებს.                                                                         ფორმატზე წინასწარ დაწერილია მიზნები და შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც  გამოკრულია თვალსაჩინოდ.

საშინაო დავალების პრეზენტაცია
მოსწავლეები წაიკითხავენ წინა გაკვეთილზე მიცემულ დავალებას, აკაკი წერეთლის ბრძნულ გამონათქვამებს.  საჭიროებისამერ მივცემ განმავითარებელ შეფასებას.


ვერბალური მეთოდი

საერთო საკლასო

დაფა, დიდი ზომის ქაღალდი,
მაგნიტები
რვეულები

7 წთ.

























2




ახალი მასალის გაცნობა. მოვასმენინებ ილია ჭავჭავაძის ლექსს ,,ჩემო კალამო’’

შემდეგ თავად წაიკითხავენ ჩუმად და ფანქრით მოინიშნავენ მათთვის გაუგებარ სიტყვებს, რომლებსაც ავხსნით.

მოსწავლეები წაიკითხავენ ლექსს სტროფებად დანაწევრებულს და გაიაზრებენ (ჩემი დახმარებით). გამოკვეთენ მხატვრულ ხერხებს.
საჭიროებისამებრ მივცემ განმავითარებელ შეფასებას.


აუდიოვიზუალუ-რი ჩანაწერის მოსმენა



ჩუმი კითხვა

ეს მეთოდი განუვითარებს დამოუკიდებელი აზროვნების უნარს

საერთო საკლასო
ინდივიდუალური

კომპიუტერი პროექტორი,
(თავისუფალი წვდომა)

 წიგნი, ფანქარი

16 წთ.
3



მოსწავლეები, გამოკვეთენ რა ლექსის მთავარ სათქმელს, პარალელს გაავლებენ წინა გაკვეთილებზე შესწავლილ ამავე თემატიკის პოეზიასთან.
უპასუხებენ ჩემ მიერ დასმულ შეკითხვებს.
მოსწავლეებს შევაფასებ განმსაზღვრელი შეფასებით


კითხვა-პასუხის, შედარება-შეპირისპირების მეთოდი
საერთო საკლასო
ინდივიდუალური
ინდივიდუალური შეფასების რუბრიკა

5 წთ.
4




ჯგუფური სამუშაო
მოსწავლეები გადანაწილდებიან სამ ჯგუფად, მივცემ სხვადასხვა ლექსს,  წაკითხვის შემდეგ შთაბეჭდილებას გაუზიარებენ ერთმანეთს და ნააზრევს ნახატით გადმოსცემენ, შემდეგ წარმოადგენენ პრეზენტაციას.
მივცემ განმავითარებელ შეფასებას


ჯგუფური მუშაობა

ჯგუფები

დიდი ზომის ქაღალდები, მარკერები, თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილი ლექსები, ჯგუფში ქცევის წესები

6 წთ.
5




საშინაო დავალება
ყურადღებით წაიკითხონ კიდევ ერთხელ შესწავლილი ლექსები, მოძებნონ სიტყვები, რომლებშიც გრამატიკული შეცდომებია დღევანდელი სალიტერატურო ენის ნორმებიდან გამომდინარე და გაასწორონ.


ვერბალური მეთოდი

ინდივიდუალური

სახელმძღვანელო, კალამი, რვეული

3 წთ.
6

შეფასება
განმსაზღვრელი და განმავითარებელი




ინდივიდუალური

შეფასების რუბრიკა

3 წთ.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ქართ. VIII. 1.
·         მსჯელობიდან გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;
ქართ. VIII. 5.
·         ამოიცნობს და განსაზღვრავს პრობლემურ საკითხებს წაკითხულ ტექსტში;
·         პოულობს მსგავსებებსა და განსხვავებებს სხვადასხვა ავტორის მიერ შექმნილ ისეთ ტექსტებში, რომლებიც შეიცავს ერთსა და იმავე ან მსგავს პრობლემას;
ქართ. VIII. 6.
·         ამოიცნობს ავტორისეულ მიზანს და მისი გათვალისწინებით მსჯელობს პერსონაჟთა დახასიათების ხერხებზე;
ქართ. VIII. 9.
·         მონიშნავს უცნობ და ძნელად აღსაქმელ ლექსიკურ ერთეულებს და ტექსტის არშიაზე აკეთებს განმარტებებს, მინიშნებებს, კომენტარებს;

ქართ. VIII. 10.
·         პრობლემური თემის შესახებ ასრულებს ჩანახატს.



შეფასება:
(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები ან/და რუბრიკები თან ერთვის გეგმას)

ხელმოწერა:
თარიღი: 27.04.2018 წ.







                                                       გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი: ლიანა ჯანგულაშვილი-გელაშვილი
                                                                                                                                               
საგანი:  ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი:  საბაზო საფეხური;   VIII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:  14   ( სსსმ მოსწავლე არ მყავს)
გაკვეთილის თემა:  აკაკი წერეთლის ლექსი ,,ხატის წინ’’
გაკვეთილის მიზანი:  
                                              მოსწავლეებმა შეძლონ  მოსმენილი, წაკითხული ტექსტების
                                              გააზრება;
                                              საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა; 
                                              კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება;  
                                              ერთსა და იმავე თემაზე შექმნილი ნაწარმოებების შედარება;                                                      შეძლონ მხატვრული ხერხებისა და ენობრივი                                                                                მახასიათებლების  ცოდნის გამოყენება.

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზე
ბის ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1


საორგანიზაციო საკითხები
გავაცნობ მოსწავლეებს გაკვეთილის თემას, მიზანს,  შევახსენებ შეფასების კრიტერიუმებს.                                                                         ფორმატზე წინასწარ დაწერილია მიზნები და შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც  გამოკრულია თვალსაჩინოდ.

ახალი მასალისადმი მეტი ინტერესის გასაღვივებლად დაფაზე მეწერება ფრაზას ,,... ჩემი ხატია სამშობლო,
სახატე - მთელი ქვეყანა’’...და ვუსვამ კითხვას მოსწავლეებს თუ ეცნობათ ეს სიტყვები და საიდან? პასუხის შემდეგ კვლავ ვეკითხები, ხომ არ იციან, კიდევ რომელი პოეტების სიტყვებია გამოყენებული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნში?
მივცემ განმავითარებელ შეფასებას


ვერბალური მეთოდი
















გონებრივი იერიში

საერთო საკლასო
ინდივიდუალური

დაფა, ცარცი,
დიდი ზომის ქაღალდი

5 წთ.
2




ახალი მასალის გაცნობა.
ლექსის მოსმენამდე ვიმუშავებთ უცხო სიტყვებზე, რომლებიც ნაწარმოებში შეხვდებათ მოსწავლეებს. წყვილებში სამუშაოდ დავურიგებ წინასწარ გამზადებულ სქემას, რომელსაც შეავსებენ და შემდეგ შეადარებენ დაფაზე გაკრულ სწორ ვარიანტს.
საჭიროებისამებრ მივცემ განმავითარებელ შეფასებას.


სიტყვის გამომძიებელი

საერთო საკლასო




წყვილებში

დაფა, დიდი ზომის ქაღალლდი, თაბახის ფურცლებ
ზე გამზადებული სქემა, კალამი


5 წთ.

3




შემდეგ მოვასმენინებ აკაკი წერეთლის ლექსს ,,ხატის წინ’’ და თავად რომ წაიკითხავენ სტროფების მიხედვით გაიაზრებენ, იმსჯელებენ შინაარსზე, მხატვრულ ხერხებსა და სასვენ ნიშნებზე.

აუდიოვიზუალუ-რი ჩანაწერის მოსმენა


საერთო საკლასო
ინდივიდუალური
(თავისუფალი წვდომა)


18 წთ.
4




შემდეგი აქტივობა ლექსის რითმების ცოდნასა და გამოყენებას ემსახურება. მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, თითოეულ მათგანს გადაეცემა დავალება: აღადგინონ ტექსტში დაკარგული სიტყვები და გამართონ სტროფი, შემდეგ მოვასმენინებ ამ ნაწარმოებს და შეადარებენ, რამდენად სწორად იპოვეს დაკარგული სიტყვები.
მივცემ განმსაზღვრელ შეფასებას

ჯგუფური მუშაობა

დაკარგული სიტყვები







ქვიშით ამღერებული პოეზია აუდიოვიზუალური ჩანაწერი

ჯგუფებში

თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი სტროფი, წებო, შეფასების რუბრიკა






https://www.youtube.com/watch?v=iiX9_x7W_Qc&t=215s (თავისუფალი წვდომა)

6 წთ.
5



საშინაო დავალება
ლექსიდან ამოწერონ სინტაქსური წყვილების:
შეთანხმების, მართვის, მირთვის მაგალითები. მოიძიონ ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფია და ყურადღებით წაიკითხონ, რადგან შემდეგ გაკვეთილზე მოუწევთ სამივე პოეტის (ილიას, აკაკის, ვაჟა-ფშაველას) ბიოგრაფიული შტრიხების პრეზენტაცია.

ვერბალური მეთოდი

საერთო საკლასო



3 წთ.
6

შეფასება
განმსაზღვრელი და განმავითარებელი



ჯგუფური

შეფასების რუბრიკა

3 წთ
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ქართ. VIII. 1.
·         ისმენს / თვითონ სთავაზობს აუდიტორიას საკითხის გადაჭრის ალტერნატიულ ვარიანტებს; გამოკვეთს საკუთარ თვალსაზრისსა და არგუმენტებს.
ქართ. VIII. 5.
·         პოულობს მსგავსებებსა და განსხვავებებს სხვადასხვა ავტორის მიერ შექმნილ ისეთ ტექსტებში, რომლებიც შეიცავს ერთსა და იმავე ან მსგავს პრობლემას;

·         გაიხსენებს და საკუთარი პოზიციის გასამყარებლად იყენებს ტექსტში წამოჭრილი პრობლემის თაობაზე გამოთქმულ განსხვავებულ მოსაზრებებს;
ქართ. VIII. 8.
·          ამოიცნობს მხატვრულ ხერხებს, რომლებიც ტექსტს ანიჭებს ესთეტიკურ        მიმზიდველობას (მაგ. ჰიპერბოლას, სახე-სიმბოლოებს, ალეგორიას, მეტაფორას და სხვ.) და ხსნის მათს დანიშნულებას;
ქართ. VIII. 11.
·         ამოიცნობს და თავადაც იყენებს საშუალებებს (მაგალითად, მწერლის, საზოგადო მოღვაწის გამონათქვამებს;




შეფასება:
(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები ან/და რუბრიკები თან ერთვის გეგმას)

ხელმოწერა:
თარიღი: 30. 04.2018 წ.





გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი: ლიანა ჯანგულაშვილი-გელაშვილი
                                                                                                                                                
საგანი:  ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი:  საბაზო საფეხური;   VIII კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:  14   ( სსსმ მოსწავლე არ მყავს)
გაკვეთილის თემა:  ვაჟა-ფშაველას ლექსი  ,,დამსეტყვე, ცაო’’
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლეებმა შეძლონ  მოსმენილი, წაკითხული ტექსტების
                                       (რომლებიც შეიცავენ გარკვეულ თვალსაზრისს) გააზრება,
                                        გაანალიზება, შეფასება, დეტალებზე ყურადღების გამახვილება;
                                       მხატვრული ხერხების ამოცნობა; 
                                       პრეზენტაციით წარდგეს აუდიტორიის წინაშე.

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზე
ბის ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1


საორგანიზაციო საკითხები
გავაცნობ მოსწავლეებს გაკვეთილის თემას, მიზანს,  შევახსენებ შეფასების კრიტერიუმებს.                                                                         ფორმატზე წინასწარ დაწერილია მიზნები და შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც  გამოკრულია თვალსაჩინოდ. მოსწავლეებს ვთხოვ, გაკვეთილის ბოლოს დამიტოვონ საშინაო დავალების რვეულები, რათა შევამოწმო, როგორ გაართვეს თავი სინტაქსური ურთიერთობის სახეებს და სასწავლო დღის ბოლოს დავუბრუნებ განმავითარებელი შეფასებით.


ვერბალური მეთოდი

საერთო საკლასო
ინდივიდუალური

დაფა, დიდი ზომის ქაღალდი, რვეულები

3 წთ.
2




ჯგუფური მუშაობა
მოსწავლეები გადანაწილდებიან სამ ჯგუფად და ვთხოვ თითოეულ მათგანს, წარმოადგინონ ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და ვაჟა-ფშაველას ბიოგრაფიული შტრიხები. (პოეტების ბიოგრაფიების მოძიება წინა გაკვეთილებზე დავავალე), აქვე შერეულად მივაწვდი სამივე პოეტის ლექსებიდან ტაეპებს და სწორად უნდა ამოირჩიონ და თაბახის ფურცელზე მიამაგრონ იმ შემოქმედის ფრაზები, ვის ბიოგრაფიასაც წარმოადგენენ.
მოსწავლეებს შევაფასებ განმსაზღვრელი შეფასებით.




ჯგუფური მუშაობა

ჯგუფის წევრები

თაბახის ფურცლები, ამობეჭდილი ციტატები, მაგნიტები, დიდი ზომის ქაღალდი
შეფასების რუბრიკები

12 წთ.
3




გადავალ შემდეგ აქტივობაზე, რისთვისაც მოვასმენინებ ვაჟა-ფშაველას ლექსს ,,დამსეტყვე, ცაო’’, შემდეგ წაიკითხავენ თვითონ სტროფებად, გაიაზრებენ,  გაავლებენ პარალელს ილიასა და აკაკის ლექსებთან, იმსჯელებენ ამ ნაწარმოების მხატვრულობაზე; ყურადღება გაამახვილონ დიალექტიზმებზე. უპასუხონ ჩემ მიერ დასმულ შეკითხვებს.






ვერბალური მეთოდი, კითხვა-პასუხის მეთოდი











საერთო საკლასო
ინდივიდუალური











https://www.youtube.com/watch?v=-KC5oEnFGnk (თავისუფალი წვდომა)






15 წთ.
4




აკაკისა და ვაჟა-ფშაველას შორის 1913 წელს გამართული პოლემიკა.
ვესაუბრები რამ განაპირობა აკაკისაგან ლექსის მიძღვნა ვაჟა-ფშაველასადმი და როგორი იყო დაგვიანებული პასუხი ,,მარგალიტების მთესველისა’’ წავუკითხავ ნაწყვეტებს ლექსებიდან.

ვერბალური მეთოდი

საერთო საკლასო

????//?

5  წთ.
5




საშინაო დავალება

დაწერონ თხზულება  პოეტისა და პოეზიის დანიშნულება XIX საუკუნეში. გაიხსენონ რა არის პუბლიცისტიკა, და ის პუბლიცისტური წერილი, რომელიც მეშვიდე კლასში შეისწავლეს.

ვერბალური მეთოდი

საერთო საკლასო


რვეულები კალმები

2  წთ.
6



შეფასება განმავითარებელი
განმსაზღვრელი

ჯგუფური ინდივიდუალური
შეფასების რუბრიკები

3  წთ.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ქართ. VIII. 1.
·         ისმენს, გამოკვეთს საკუთარ თვალსაზრისსა და არგუმენტებს.

ქართ. VIII. 5.

·         დაწვრილებით შეისწავლის ტექსტის შინაარსს, ყურადღებას ამახვილებს დეტალებზე;
·         ამოიცნობს და განსაზღვრავს პრობლემურ საკითხებს წაკითხულ ტექსტში;

·         პოულობს მსგავსებებსა და განსხვავებებს სხვადასხვა ავტორის მიერ შექმნილ ისეთ ტექსტებში, რომლებიც შეიცავს ერთსა და იმავე ან მსგავს პრობლემას;

ქართ. VIII. 8.
·         ამოიცნობს მხატვრულ ხერხებს, რომლებიც ტექსტს ანიჭებს ესთეტიკურ მიმზიდველობას ;
·         ამოიცნობს ავტორის მიერ მიზნობრივად გამოყენებულ სპეციფიკურ ლექსიკას, დიალექტურ ფორმებს;




შეფასება:
(მოსწავლის შეფასების კრიტერიუმები ან/და რუბრიკები თან ერთვის გეგმას)

ხელმოწერა:
თარიღი: 1. 05. 2018 წ.

No comments:

Post a Comment