Sunday, April 21, 2019


სამოდელო გაკვეთილის გეგმა
მიმართულება - წიგნიერება
მასწავლებლის სახელი გვარი:  ლიანა ჯანგულაშვილი-გელაშვილი         
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო საფეხური   IX  კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:  14         (სსსმ მოსწავლე არ მყავს)
გაკვეთილის თემა:   ,,მოდიოდა ნინო მთებით’’
 გაკვეთილის მიზანი: 
Ø  მოსწავლეებმა შეძლონ დამოუკიდებლად გარკვეული ინფორმაციის მოძიება და პრეზენტაცია;
Ø  ტექსტის მოსმენა, გააზრება, გაანალიზება;  მხატვრული ხერხების ამოცნობა;
Ø   საკუთარი თვალსაზრისის წარმოჩენა; ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება.  


N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდებ
კლასის ორგანიზე ბის
ფორმა/ფო რმები
სასწავლო რესურსები
დრო
(წთ)

1


საორგანიზაციო საკითხები გავაცნობ მოსწავლეებს გაკვეთილის თემას, მიზანს,  შევახსენებ შეფასების კრიტერიუმებს.


ვერბალური მეთოდი

საერთო საკლასო

დაფა დიდი ზომის ქაღალდი, მაგნიტები

2 წთ.
2



საშინაო დავალების პრეზენტაცია
მოსწავლეები ისაუბრებენ ქართველთა განმანათლებელზე-წმინდა ნინოზე, მის ღვაწლსა და დამსახურებაზე,
რის შემდეგაც შევაფასებ წინასწარ შემუშავებული

პრეზენტაცია
რაც ახალი მასალის დასწავლას შეუწყობს ხელს.

საერთო საკლასო

რვეულები, საშინაო დავალების შეფასების რუბრიკა

7 წთ.


განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკით.





3



ახალი მასალის გასაცნობად
გადავალ შემდეგ აქტივობაზე, რისთვისაც მოვასმენინებ ანა კალანდაძის ლექსს ,,მოდიოდა ნინო მთებით’’,
 შემდეგ წაიკითხავენ თვითონ სტროფებად, გაიაზრებენ,  იმსჯელებენ ამ ნაწარმოების მხატვრულობაზე; ყურადღება გაამახვილებენ მხატვრულ ხერხებზე. უპასუხებენ ჩემ მიერ დასმულ შეკითხვებს.
საჭიროებისამებრ მივცემ განმავითარებელ შეფასებას.
ვერბალური მეთოდი

აუდიოვიზუალუ
რი ჩანაწერის მოსმენა


ჩუმი კითხვის მეთოდი

ეს მეთოდი განუვითარებთ დამოუკიდებელი აზროვნების უნარს







საერთო საკლასო

წიგნი, ფანქარი

v=PejUm01lNJA






18 წთ.
4




ლექსის გააზრების შემდეგ იმუშავებენ სინტაქსური ურთიერთობის სახეებზე, რომლებიც ამავე ლექსიდანაა.

შედარება-შეპირისპირებს მეთოდი

საერთო საკლასო

დაფა, დიდი ზომის ქაღალდი, მარკერი


7 წთ.
5





6
საშინაო დავალება გაიხსენონ აკაკი წერეთლის ბიოგრაფია, რომლის პრეზენტაციაც ექნებათ.
ამოიწერონ ადგილები სწავლა-განათლების, მოღვაწეობის  შესახებ.
მოიძიონ გამონათქვამები, რომლებითაც გვმოძღვრავს მგოსანი.

ვერბალური მეთოდი
საერთო საკლასო
წიგნი, კომპიუტერი რვეული კალამი


2 წთ.
7
შეფასება

განმსაზღვრელ შეფასებას მივცემ საშინაო დავალების შეფასების რუბრიკით. განმავითარებელ შეფასებას მივცემ გაკვეთილს, ასევე ვთხოვ მოსწავლეებს, რომ გამოთქვან საკუთარი აზრი გაკვეთილთან დაკავშირებით.

ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი
საერთო საკლასო
საშინაო დავალების შეფასების რუბრიკა


4 წთ.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:


ქართ. IX. 2.
IX კლასი
მოსწავლეს შეუძლია დისკუსიის მონაწილეთა მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით
ინდიკატორები
·         ამოიცნობს და განიხილავს ზეპირ ტექსტში პრობლემებს, რომელთა ერთმნიშვნელოვნად გადაჭრა რთულია;
·         განიხილავს ზეპირ ტექსტში პირდაპირ გადმოცემულ ან ნაგულისხმევ თვალსაზრისებს სხვადასხვა კონტექსტში (ცხოვრებისეული ან ლიტერატურული გამოცდილების, მისთვის ცნობილი ფაქტების, სტატისტიკური მონაცემების და ..);



ქართ. IX. 7.

IX კლასი
მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ცოდნის გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების ანალიზისას
ინდიკატორები
·         განსაზღვრავს, რა ფორმით არის გადმოცემული სხვისი მეტყველება (პირდაპირი და ირიბი ნათქვამი) და მსჯელობს შერჩეული ფორმის დანიშნულებაზე;
·         შეაფასებს მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების ეფექტიანობას ტექსტში;
·         ამოიცნობს ავტორის მეტყველების თავისებურებას, მიზნობრივად გამოყენებულ სპეციფიკურ ლექსიკას და მსჯელობს მათს დანიშნულებაზე.




ქართ. IX. 9.
IX კლასი
მოსწავლეს შეუძლია სადავო ან პრობლემურ საკითხებზე საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა; მოცემულ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების შეჯამება
ინდიკატორები
·         საკუთარი შეხედულებების/მოსაზრებების დასასაბუთებლად მოჰყავს სათანადო არგუმენტები;
·         განიხილავს მხატვრულ ტექსტში გამოკვეთილ იდეებსა და პრობლემებს ცხოვრებისეულ და ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით;

No comments:

Post a Comment