Sunday, April 21, 2019


სამოდელო გაკვეთილი
მიმართულება - წიგნიერება
გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი გვარი:  ლიანა ჯანგულაშვილი-გელაშვილი       
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო საფეხური   IX  კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:  14         (სსსმ მოსწავლე არ მყავს)
გაკვეთილის თემა:   ,,ჰე მამულო’’
                                      ნაწყვეტი გრიგოლ ორბელიანის პოემიდან ,,სადღეგრძელო’’
გაკვეთილის მიზანი: 
Ø  მოსწავლეებმა შეძლონ ტექსტის წაკითხვა, მოსმენა, გააზრება, გაანალიზება; 
Ø  ერთსა და იმავე თემაზე შექმნილი ნაწარმოებების შედარება; მხატვრული ხერხების ამოცნობა;
Ø  საკუთარი თვალსაზრისის წარმოჩენა; ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტების გაანალიზება.  


N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული
მეთოდი/მეთოდებ
კლასის ორგანიზე ბის
ფორმა/ფო რმები
სასწავლო რესურსები
დრო
(წთ)

1


საორგანიზაციო საკითხები გავაცნობ მოსწავლეებს გაკვეთილის თემას, მიზანს,  შევახსენებ შეფასების კრიტერიუმებს.


ვერბალური მეთოდი

საერთო საკლასო

დაფა დიდი ზომის ქაღალდი, მაგნიტები

2 წთ.
2



საშინაო დავალების პრეზენტაცია
მოსწავლეები წაიკითხავენ წინა გაკვეთილზე მიცემულ დავალებას, რითაც  დააფიქსირებენ სიტყვა მამულის არსს ქართულ პოეზიაში.
წებოვან ფურცლებზე ამოწერენ იმ სიტყვებს, რომლებიც მამულთან ასოცირდება.
იმუშავებენ მხატვრულ საშუალებებზე.
რის შემდეგაც შევაფასებ წინასწარ შემუშავებული

პრეზენტაცია

საერთო საკლასო

რვეულები, საშინაო დავალების შეფასების რუბრიკა

7 წთ.


განმსაზღვრელი შეფასების რუბრიკით.(დანართი 1)





3



  ახალი მასალის გაცნობა.
ვესაუბრები მოკლედ გრიგოლ ორბელიანის პოემა ,,სადღეგრძელოზე’’, შემდეგ წაიკითხავენ ნაწყვეტს პოემიდან
ჰე, მამულო.
  ფანქრით მოინიშნავენ მათთვის გაუგებარ სიტყვებს, რომლებსაც ავხსნით.

მოსწავლეები წაიკითხავენ ლექსს სტროფებად დანაწევრებულს და გაიაზრებენ, გამოკვეთენ მხატვრულ ხერხებს, იმსჯელებენ სასვენ ნიშნებზე.
უპასუხებენ ლექსიდან გამომდინარე ჩემ მიერ დასმულ შეკითხვებს.
საჭიროებისამებრ მივცემ განმავითარებელ შეფასებას.

















ვერბალური მეთოდი













ჩუმი კითხვის მეთოდი

საერთო საკლასო

წიგნი, ფანქარი

18 წთ.
4




ლექსის გააზრების შემდეგ პარალელს გაავლებენ გაკვეთილის დასაწყისში განხილულ  ლექსებთან
შექმნიან ასოციაციურ რუკას 
ვთხოვ წებოვან ფურცლებზე ამოწერონ ის სიტყვები, რომლებიც ასოცირდება მამულთან და ასაბუთებს ამ სიტყვის არსს.  მიამაგრონ დაფაზე გაკრულ ქაღალდზე. მოსწავლეებს შევაფასებ განმსაზღვრელი შეფასებით. (დანართი 2)

შედარებაშეპირისპირების მეთოდი, 
ასოციაციური რუკა

საერთო საკლასო

დაფა, დიდი ზომის ქაღალდი, მარკერი

7 წთ.






5
საშინაო დავალება
დასაწერად არგუმენტირებული ესე ,,სოფელი იმად არა ღირს, კაცი ნატრობდეს ჟამს გრძელსა, თუ ფუჭი მისი სიცოცხლე ვერა რას არგებს მამულსა’’

ვერბალური მეთოდი
საერთო საკლასო
წიგნი, კომპიუტერი რვეული კალამი
2 წთ.
6
შეფასება

განმსაზღვრელ შეფასებას მივცემ საშინაო დავალების შეფასების რუბრიკით. განმავითარებელ შეფასებას მივცემ გაკვეთილს, ასევე ვთხოვ მოსწავლეებს, რომ გამოთქვან საკუთარი აზრი გაკვეთილთან დაკავშირებით.

ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი
საერთო საკლასო
საშინაო დავალების შეფასების რუბრიკა
4 წთ.

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ქართ. IX. 3.
IX კლასი
მოსწავლეს  შეუძლია მსჯელობა განსხვავებული ტექსტების  ენობრივ თავისებურებებზე
ინდიკატორები
·         საუბრობს იმაზე, თუ როგორ იცვლება მოსაუბრის ენა ერთსა და იმავე საკითხზე მსჯელობისას აუდიტორიის სოციალურ-კულტურული ინტერესების, ცოდნისა და შეხედულებების გათვალისწინებით;

ქართ. IX. 5.
IX კლასი
მოსწავლეს შეუძლია  დისკუსიისა და კამათის სტრატეგიების გამოყენება
ინდიკატორები
·         აუდიტორიის ყურადღების მობილიზაციისათვის ადეკვატურად იყენებს ინტერვალს მეტყველებაში, ხმის დონეებს, სხეულის ენას, უსადაგებს ამ საშუალებებს ტექსტს;
·         ოპერატიულად რეაგირებს აუდიტორიის რეაქციაზე: ამყარებს და აზუსტებს დისკუსიის ან კამათისათვის საჭირო არგუმენტებს, შეაქვს განმარტებები, რამდენჯერმე იმეორებს ერთსა და იმავეს და სხვ.;
·         სხვადასხვა საშუალებით (მოკლე განმარტებების ჩართვა, გამეორება, ხმის აწევ-დაწევა და სხვ.) გამოკვეთს მნიშვნელოვან ადგილებს ზეპირი მოხსენებიდან;
·         საპირისპირო არგუმენტების მოსმენისას ჩაინიშნავს ძირითადსა და მთავარს, რასაც შემდგომში იყენებს კონტრარგუმენტებისათვის;

ქართ. IX. 7.
IX კლასი
მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებების ცოდნის გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების ანალიზისას
ინდიკატორები
·         ადარებს ენობრივ-გრამატიკულ ხერხებს სხვადასხვა სახის ტექსტებში, რომლებიც ერთსა და იმავე თემას ეხება;
·         ადარებს ერთმანეთს გამომსახველობით ხერხებს სხვადასხვა სახის ტექსტებში (მაგალითად, სტერეოტიპებს რეკლამებში და სიმბოლოებს მხატვრულ ტექსტებში);
·         შეაფასებს მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხების ეფექტიანობას ტექსტში;
·         ამოიცნობს ავტორის მეტყველების თავისებურებას, მიზნობრივად გამოყენებულ სპეციფიკურ ლექსიკას და მსჯელობს მათს დანიშნულებაზე.
ქართ. IX. 9.
IX კლასი
მოსწავლეს შეუძლია სადავო ან პრობლემურ საკითხებზე საკუთარი თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა; მოცემულ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების შეჯამება
ინდიკატორები
·         საკუთარი შეხედულებების/მოსაზრებების დასასაბუთებლად მოჰყავს სათანადო არგუმენტები;
·         განიხილავს მხატვრულ ტექსტში გამოკვეთილ იდეებსა და პრობლემებს ცხოვრებისეულ და ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით;

No comments:

Post a Comment