Sunday, April 21, 2019


სამოდელო გაკვეთილის გეგმა
                                 მიმართულება - პრობლემაზე ორიენტირებული

მასწავლებლის სახელი გვარი:   ლიანა ჯანგულაშვილი-გელაშვილი
საგანი:     ქართული ენა და ლიტერატურა
სწავლების საფეხური/კლასი:     საშუალო     XI კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:   17   (სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე არ მყავს)
გაკვეთილის თემა:      ვაჟა-ფშაველას      ,,ალუდა ქეთელაური’’
                                                         პრობლემა - პიროვნებისა და თემის დაპირისპირება

გაკვეთილის მიზანი:
Ø  შერჩეულ თემასთან დაკავშირებული პრობლემის გამოკვეთა, გააზრება; იდეების გენერირება;
Ø  პრობლემის ანალიზი, ალტერნატიული გზებია ძიება;
Ø  ნანახი და მოსმენილი მასალის დახარისხება;  პრობლემაზე მსჯელობა;
Ø   ჯგუფური მუშაობა  (თანამშრომლობა,  კომუნიკაცია); 
Ø  პრეზენტაციის უნარის გამომუშავება;
Ø  გადაწყვეტილებების გაზიარება.



N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1

საორგანიზაციო საკითხები გავაცნობ მოსწავლეებს გაკვეთილის თემას, მიზანს,  შევახსენებ შეფასების კრიტერიუმებს.                                                                         ფორმატზე წინასწარ დაწერილია მიზნები და შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც  გამოკრულია თვალსაჩინოდ.

ვერბალური (აღნიშნული მეთოდი მოსწავლეებს განუვითარებს მსჯელობისა და შეფების უნარებს).
საერთო საკლასო
დაფა, ცარცი, ფლიფჩარტი, შეფასების კრიტერიუმების რუბრიკა.
2 წთ.
2





მოსწავლეთა ინტერესის პროვოცირება
შესწავლილი ნაწარმოების მიხედვით უპასუხებენ ჩემ მიერ დასმულ შეკითხვებს
შეადგენენ ასოციაციურ რუკას

გონებრივი იერიში



საერთო საკლასო

დაფა, ცარცი




8 წთ.
3.
მოსწავლეები ნახავენ ვიდეოს ,,პიროვნება და საზოგადოება’’ საქართველოს კონსტიტუციის მეთორმეტე მუხლის გააზრებით, რის შემდეგაც დავუსვამ შეკითხვებს და მოსმენილის მიხედვით გამცემენ პასუხებს. გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს, ნანახს დაუკავშირებენ შესწავლილ მოთხრობას.










დემონსტრირების (ვიდეო მასალის ჩვენება) მეთოდი. 
საერთო საკლასო
ლეპტოპი, პროექტორი, რვეული, კალამი,

12 წთ.
4





ჯგუფური მუშაობა.

საშინაო დავალების პრეზენტაცია
I ჯგუფი - იმსჯელებს ალუდა ქეთელაურის პიროვნებაზე, არგუმენტირებულად გაამართლებს მის ქმედებებს;

II ჯგუფი - იმსჯელებს თემის, საზოგადოების მოსაზრებებზე და გაამართლებს მას.
III ჯგუფი - გაავლებს პარალელს ,,ალუდა ქეთელაურსა’’ და სხვა მხატვრულ ნაწარმოებებს შორის, კერძოდ: ჯემალ ქარჩხაძის ,,იგი’’, ოთარ ჭილაძის ,,ადამიანი გაზეთის სვეტში’’ და რიჩარდ ბახის ,,თოლია ჯონათან ლივინგსტონი’’


ჯგუფური მუშაობის მეთოდი
ჯგუფები
წიგნი, რვეული კალამი
15 წთ.
5












შეფასება
მოსწავლეთა ჩართულობის განმავითარებელი შეფასება; მოსწავლეთა თვითშეფასება და გაკვეთილის შეფასება. რჩევები, რომლებსაც დაწერენ ფერად წებოვან ფურცლებზე(ვისაც სურვილი ექნება, ხმამაღლა გამოთქვამს თავის მოსაზრებას).
განმსაზღვრელი შეფასება მიეცემათ პრეზენტატორებს.

ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი
ამ მეთოდით მოსწავლეებს განუვითარდებათ ანალიზის, შეფასების უნარი.










საერთო საკლასო












შეფასების რუბრიკები
2 წთ.












6
საშინაო დავალება.
დასაწერად ესე ,,დღეს საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულება, რომელიც არ მომწონს’’

ვერბალური  მეთოდი

ინდივიდუალური
რვეული, კალამი

1 წთ.


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

ქართ. XI. 1.
XI კლასი
მოსწავლეს შეუძლია საჯარო მოხსენების წარმოდგენა (ზეპირი გამოსვლა)  კონკრეტული აუდიტორიის წინაშე კონკრეტული მიზნით
ინდიკატორები
·         წინასწარ განსაზღვრავს საჯარო გამოსვლის მიზანს (აუდიტორიის ინფორმირება / დაინტერესება / გადარწმუნება / პროვოცირება...), არჩევს ტექსტის ტიპს, ენას და აგებს ზეპირი გამოსვლის ტექსტს კონკრეტული ამოცანის მიხედვით;
·         მკაფიოდ,  ცხადად და გასაგებად აყალიბებს განსახილველი საკითხის არსს, პრობლემის განმსაზღვრელ ასპექტებს და საკუთარ მოსაზრებას;
·         საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად იყენებს ციტატებს მხატვრული ნაწარმოებებიდან, სამეცნიერო ლიტერატურიდან, ლიტერატურული კრიტიკიდან და სხვადასხვა საინფორმაციო რესურსს (ფაქტებს, ფრაგმენტებს ინტერვიუდან, სტატისტიკურ მონაცემებს, ბიბლიოთეკას, ინტერნეტს, აუდიო და ვიზუალურ მასალას და . .), რითაც ხელს უწყობს მთავარი იდეის გამოკვეთას;


ქართ. XI. 2.

XI კლასი

მოსწავლეს შეუძლია საჯარო გამოსვლების მოსმენა და კრიტიკულად შეფასება

ინდიკატორები

·         ისმენს გამოსვლებს, მათში გამოთქმულ მოსაზრებებს, ახალ ინფორმაციას, დოკუმენტურ მასალას და გამოთქვამს საკუთარ შეხედულებას, თუ რამდენად დამაჯერებელია  მათში გამოთქმული ჰიპოთეზები და ვარაუდები;
·         გამოაქვს დასკვნა როგორც საკუთარი, ისე სხვების მსჯელობიდან და შენიშნავს მსგავსება-განსხვავებას;


ქართ. XI. 5.
XI კლასი
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ეპოქის ტექსტების გაანალიზება მათში ასახული ინფორმაციის, თემების, იდეებისა და პრობლემატიკის თვალსაზრისით
ინდიკატორები
·         აანალიზებს კონკრეტული ეპოქის დამახასიათებელ ნიშნებს და მათს გავლენას ლიტერატურულ ნაწარმოებში ასახული პრობლემის გადაჭრის გზებზე; 
·         ადარებს ერთი და იმავე თემების, იდეების, პრობლემების ინტერპრეტაციას სხვადასხვა ეპოქის ტექსტებში და მსჯელობს მსგავსება-განსხვავებაზე; 






შეფასება:
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა

0-0,5ქ.
განსავითარებელი
1-1,5ქ.
ნაწილობრივ განსავითარებელი
2ქ.
სრულად განვითარებული

პრეზენტატორი


  • პრეზენტატორის მეტყველება ფაქტობრივად გაუგებარია.
  • პრეზენტატორი მუდმივად იყენებს „პარაზიტ შორისდებულებს“
  • პრეზენტატოტი საერთოდ არ ამყარებს თვალის კონტაქტს აუდიტორიასთან.
  • პრეზენტატორი მეტყველებს ნაწილობრივ  მკაფიოდ და გასაგებად.
  • იშვიათად იყენებს პარაზიტ შორისდებულებს.
  • იშვიათად ამყარებს თვალის კონტაქტი აუდიტორიასთან.
  • პრეზენტატორი მეტყველებს ძალიან მკაფიოდ და გასაგებად.
  • საერთოდ არ იყენებს „პარაზიტ შორისდებულებს“.
  • პრეზენტატორი მუდმივად ამყარებს თვალის კონტაქტს აუდიტორიასთან


პრეზენტაციის სტრუქტურა და გაფორმება

  • ტექსტის თანამიმდევრობა და სტრუქტურა დარღვეულია. (არაა გამოკვეთილი შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა).
  • სლაიდებზე წარმოდგენილი ტექსტი იმდენად დიდია, რომ აუდიტორია მას ვერ კითხულობს.
  • შრიფტის ფერი ემთხვევა ან ძალიან ჰგავს დაფიქსირებულ ფონს, რის გამოც მისი წაკითხვა ძალიან ჭირს.

  • შინაარსის თანამიმდევრულობა მეტ-ნაკლებად ლოგიკური და გამოკვეთილია. ძირითადი სტრუქტურა დაცულია.
  • სლაიდები ოდნავ გადატვირთულია ტექსტით.
  • ზოგჯერ შრიფტი ცუდად იკითხება დაფიქსირებულ ფონზე.
  • ფიქსირდება ერთი-ორი ყურადღების გამფანტავი ან გამაღიზიანებელი ეფექტი და არათემატური ფოტო.

  • შინაარსის თანამიმდევრულობა აბსოლუტურად ლოგიკური და გამოკვეთილია. სრულადაა დაცულია ძირითადი სტრუქტურა (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა...)
  • სლაიდები არ არის გადატვირთული ტექსტით.
  • არჩეული შრიფტის ფერი კარგად ეხმიანება დაფიქსირებულ ფონს.
  • სურათები გონივრულადაა გამოყენებული. არ შეიმჩნევა ზედმეტი ეფექტები.


პრეზენტაციის
შინაარსი

  • პრეზენტაციის შინაარსი საერთოდ არ ეხმიანება თემის სათაურს.
  • სლაიდზე წარმოდგენილი ფორმულები და გამოთვლები არაზუსტია.

  • პრეზენტაციის შინაარსი მეტ-ნაკლებად ეხმიანება თემის სათაურს.
  • სლაიდზე წარმოდგენილი ფორმულები და სლაიდები შეიცავს მცირე უზუსტობებს
  • პრეზენტაციის შენაარსში სრულადაა წარმოდგენილი ინფორმაცია მოცემულ თემაზე
  • სლაიდზე წარმოდგენილი ფორმულები და გამოთვლები ზუსტად, უშეცდომოდაა ჩაწერილი

დროის რეგლამენტი

პრეზენტაცია ზედმეტად მოკლე, ან ზედმეტად გრძელია და შესაბამისად დროის რეგლამენტი სრულებით დარღვეულია.
პრეზენტატორი 5 წუთით  აჭარბებს ან ოდნავ უფრო ადრე ასრულებს თავის პრეზენტაციის წარდგენას, ვიდრე ეს რეგლამენტითაა გათვალისწინებული
პრეზენტატორი მაქსიმალური სიზუსტით იცავს მისთვის განკუთვნილ დროის ლიმიტს.

პასუხები აუდიტორიის კითხვებზე
უჭირს პასუხის გაცემა
პასუხობს თითქმის ყველა შეკითხვას
ამომწურავად პასუხობს  ყველა შეკითხვას


ჯგუფის მუშაობის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
ჯგუფის მუშაობა დამაკმაკოფილებელია
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
ჯგუფის წევრების თანაბარი ჩართულობა მუშაობაში
ყველა წევრი არ არის ჩართული
უმრავლესობა ჩართულია
ყველა ჩართულია
ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი
კამათობენ,არ უსმენენ ერთმანეთს და არის ხმაური, არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ხმაურობენ, ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
ზუსტად ვერ მიყვებიან ინსტრუქციას
ნაწილობრივ მიჰყვებიან ინსტრუქციას
მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით
დროის ლიმიტის დაცვა
ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში
უმნიშვნელოდ გააცდინეს დრო
დაიცვეს დროის ლიმიტი